გახსენით ახალი ან გადმოიტანეთ თქვენი არსებული საქმიანობა კომპანია CBMG – ს ვებ პლათფორმაზე, ციფრულ ონლაინ სავაჭრო ცენტრში ან მის თემატურ სივრცეში. შეავსეთ განაცხადის ფორმა, დარეგისტრირდით სავაჭრო ცენტრში, განაცხადის დადებითად შეფასები შემთხვევაში თქვენ გექნებათ საშუალება გაიაქტიუროთ სამუშაო ლიცენზია და დაამატოთ თქვენი პროდუქცია / მომსახურეობები სავაჭრო ცენტრში, თქვენი ახალი ონლაინ სავაჭრო ობიექტიდან, მართეთ საკუთარი ონლაინ ციფრული ოფისი, აკონტროლეთ გაყიდვები, შეკვეთები, ნახვები, სტატისტიკა და სხვა. გაყიდეთ უფრო მეტი ვიდრე ახლა. ჩვენთან თანამშრომლობა თქვენი წარმატების საფუძველია.
თქვენ როგორც ვენდორებს / ბიზნეს პარტნიორებს, მოგემსახურებათ კომპანიის: გაყიდვების სამსახური, ქოლ ცენტრის სამსახური, საკურიერო სამსახური, რეკლამის, პიარის & მარკეტინგის სამსახური. სურვილის შემთხვევაში კი ისარგებლებთ დამატებითი მომსახურეობებით: რედაქტორ-იპერატორი, ფოტოგრაფი, თარჯიმანი, იურისტი, ბუღალტერი, ტექნიკური ჯგუფი და ვებ ადმინისტრატორი. ასევე შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ კომპანიის ეიჩარის გვერდის მომსახურეობით, რომ უფასოდ განათავსოთ თქვენი ვაკანსიები. სარეკლამო სამსახური კი განათავსებს თქვენს სარეკლამო ბანერს, სარეკლამო ვიდეო რგოლს კომპანიის პლათფორმაზე თქვენთვის სასურველ პროექტში/ებში სასურველი ვადით. და კიდევ ბევრი საინტერესო შემოთავაზება გელით. ითანამშრომლეთ კომპანიასთან CBMG დაზოგეთ დრო, ფინანსები, რესურსი და მიიღეთ მეტი შედეგი.
კომპანიის მომსახურეობის ღირებულება შეადგენს ვენდორის გაყიდვების 20% – ს, რასაც დაუკავებს ყოველი თვის ბოლოს გაყიდვებიდან.
დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ ქვემოთ მოცემული განაცხადის ფორმა. ჩვენ განვიხილავთ მას და დაგიკავშირდებით.