CBMG
  1. კომპანია CBMG – კომუნიკაციების ბიზნესის მარკეტინგის ჯგუფი. იურიდიული სახელი შპს  “სი ბი ემ ჯი” საერთაშორისო სახელწოდება CBMG. ძირითადი პლათფორმა განთავსებულია ვებ მისამართზე: https://byme.ge/, აღნიშნული სავაჭრო სივრცე/პროექტი განკუთვნილია ხელნაკეთი ნივთების და პროდიქტებისათვის; კომპანიის მთავარი ონლაინ ციფრული ოფისის მისამართია: https://com.byme.ge/ ; კომპანიის ძირითადი საქმიანობები: ვაჭრობა, დასაქმება, პიარი, რეკლამა, განათლება, მარკეტინგი და მომსახურეობები. კომპანიის ციფრული ოფისის ვებ მისამართია: https://office.byme.ge/; კომპანიის ციფრული  სავაჭრო ცენტრი განთავსებულია ვებ მისამართზე: https://trade-center.byme.ge/ . კომპანიის კარიერა & ვაკანსიების ვებ მისამართია: https://career.byme.ge/ ; კომპანიას ძირითად პლათფორმაზე ქვე დომენების სახით განთავსებული აქვს საკუთარი პროექტები / სავაჭრო სივრცეები, რომლებიც მუშაობენ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და აქვთ ერთი საერთო პირობა პროგრამები, მოდულები და სისტემები: დასაქმება, გაყიდვები, განათლება, რეკლამა და მომსახურეობები;
  2. კომპანიაში, ციფრულ სავაჭრო ცენტრში და მის პროექტებში / ციფრულ სავაჭრო სივრცეებში დასაქმება და მუშაობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან. ასაკი 18 – 60 წელი;
  3. დაცულია კონფიდენციალურობის პოლიტიკა;
  4. დაცულია საავტორო უფლებები;
  5. აკრძალულია სპამის, 18+, უხამსი და შეურაცმყოფელი შიგთავსის გამოყენება, საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული პროდუქტის ან მომსახურეობის ნებისმიერი სახით განთავსება და გავრცელება CBMG – ს სავაჭრო პლათფორმაზე;
  6. იკრძალება CBMG – ს პლათფორმაზე განთავსებული ნებისმიერი პროექტიდან ინფორმაციის, თემის, იდეის, მოდულის, პროექტის ან მარკეტინგული პროგრამის, სისტემის და მისი მუშაობის სტრატეგიის მითვისება და პირადი მიზნებისათვის გამოყენება ან დუბლირება. ჯარიმა 20 000 ლარი;
  7. CBMG – ს პლათფორმით სარგებლობისათვის საჭიროა გაიაროთ უფასო რეგისტრაცია;
  8. თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაში, როგორც ფიზიკურმა ისე იურიდიულმა პირმა, სავაჭრო ობიექტმა, თანამშრომელმა, ვენდორმა და პარტნიორებმა საჭიროა გაიაროთ არჩეულ პროექტში რეგისტრაცია და გაიაქტიუროთ სამუშაო ლიცენზია;
  9. ყურადღებით, სწორად და რეალური მონაცემებით შეავსეთ ყველა აუცილებელი ველი. ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს არასწორად ან შეცდომით მითითებულ მონაცემებზე;
  10. რეგისტრაციის გავლით, ვერიფიკაციით, ლიცენზიის აქტივაციით ან და პროდუქტის მომსახურეობის შეკვეთით, თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თქვენ ხელს აწერთ/ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა. თქვენ ეთანხმებით პროექტის წესებს და პირობებს, კონფიდენციალობას, უსაფრთხოებას და არანაირი პრეტენზია არ გაგაჩნიათ კომპანია  სი ბი ემ ჯი  CBMG – ს, მისი სავაჭრო ცენტრის, პროექტების,სივრცეების, ძირითადი პლათფორმის https://byme.ge/– ს  მიმართ და მის ადმინისტრაციასთან;
  11. გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშწორებით, საბანკო გადარიცხვით, გადახდის ტერმინალებიდან, ვიზა / მასტერქარდით; გადახდა ასევე შესაძლებელია ოპპას სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან;

11.1.1. გადახდა საბანკო გადარიცხვით ნებისმიერი ბანკიდან, ინტერნეტ და მობაილ ბანკით, ქვემოთ მითითებულ რეკვიზიტებზე:

ბანკის დასახელება

ბანკის კოდი

ანგარიში (IBAN)

მიმღების დასახელება

BIC / Swift

სს “საქართველოს ბანკი”

BAGAGE22

GE06BG0000000345888152

შპს სი ბი ემ ჯი

BAGAGE22

 

სს “ლიბერთი ბანკი”

 

LBRTGE22

GE89LB0113123103035000შპს სი ბი ემ ჯი

LBRTGE22

     

 გაითვალისწინეთ!

აუცილებელია, გადარიცხვის დროს დანიშნულებაში მიუთითოთ ციფრული სახელი და შეკვეთის ID ნომერი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ჩარიცხვა არ დადასტურდება. თქვენი შეკვეთა არ დადასტურდება და არ გაიგზავნება მანამ, სანამ არ მოხდება თანხის ასახვა კომპანიის შესაბამის ანგარიშზე.

11.1.2. ასევე, გადახდა შესაძლებელია სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან OPPA , (Paybox) – ის საშუალებით. 

ინსტრუქცია:  სხვადასხვა – კომერციული საიტები – სი ბი ემ ჯი CBMG – აირჩიეთ თქვენთვის შესაბამისი პროდუქტი /სერვისი ჩამონათვალიდან – მიუთითეთ თქვენი მონაცემები, რაც მითიბული გაქვთ კომპანიის პლათფორმაზე და გადაიხადეთ შესაბამისი თანხა. ფოტო ინსტრუქცია იხილეთ ქვემოთ.

პროდუქტების / სერვისების ჩამონათვალი და დანიშნულება:

  • აირჩიეთ სავაჭრო ცენტრი – კომპანია სი ბი ემ ჯი – ს CBMG  სავაჭრო ცენტრში, ასევე მის ძირითად პლათფორმაზე byme.ge – ზე  არსებულ ნებისმიერ სავაჭრო სივრცეში / პროექტში.  პროდუქტის / მომსახურეობის შეძენისათვის;
  • აირჩიეთ რეკლამა –  სარეკლამო მომსახურეობის შეკვეთისათვის და კომპანიის პლათფორმაზე რეკლამის განთავსებისათვის;
  • აირჩიეთ ლიცენზია – თანამშრომლის ან ვენდორის სამუშაო ლიცენზიის შეძენისათვის;
  • აირჩიეთ სხვა მომსახურეობა – კომპანია სი ბი ემ ჯი – ს CBMG სხვა ნებისმიერი პროდუქტის / მომსახურეობის მისაღებად;
  • აირჩიეთ ქველმოქმედება – სურვილის შემთხვევაში პროექტის მხარდასაჭერად;

11.1.3. გადახდა შესაძლებელია Payze – ს დახმარებით. ვიზა/მასტერქარდის ბარათებით. (დროებით გმორთულია)

12. ნებისმიერი პროდუქტის/მომსახურეობის შეძენისას მყიდველმა აუცილებელია გადახდის დანიშნულებაში მიუთითოს მისი ციფრული სახელი და შეკვეთის ID ნომერი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახდა არ დადასტურდება. შეკვეთა არ გაიგზავნება მანამ სანამ არ მოხდება თანხის ასახვა კომპანიის ანგარიშზე;

13. გაითვალისწინეთ! თუ გადახდა არ განხორციელდა შეკვეთის მომენტიდან 24 საათის განმავლობაში, თქვენი შეკვეთა გაუქმდება.

14. კომპანიაში შეცდომით ჩარიცხული ნებისმიერი ოდენობის თანხის უკან მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ შეტყობინების საფუძველზე, გადახდის მომენტიდან მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში, უკან დაბრუნდება გადახდილი თანხა 10% – ის გამოკლებით. გადახდის მომენტიდან 24 საათის შემდეგ თანხის უკან დაბრუნება შეუძლებელია;

15. ადმინისტრაციას აქვს უფლება ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე დაბლოკოს, წაშალოს ან დროებით გააუქმოს მომხმარებელი;

16. წესების და პირობების დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელი მიიღებს მხოლოდ 1 გაფრთხილებას, იგივე დარღვევის განმეორების შემთხვევაში მომხმარებელი დაჯარიმდება და დაეკისრება ზარალის სრული ანაზღაურება;

17. პროექტის ადმინისტრაცია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს პროექტის წესები და პირობები;

18. მარკეტინგი და კომუნიკაცია – კომპანია CBMG, მისი ძირითადი ვებ პლათფორმა byme.ge, უფლებას იტოვებს მის ბაზაში რეგისტრირებულ მომხმარებლებს გაუგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინებები და ელექტრონული წერილები, სიახლეების გაცნობის, შეთავაზებების და პიარის მიზნით.

19.1. მომხმარებელი – პირი, რომელიც  სარგებლობს CBMG – ს პლათფორმაზე არსებული პროდუქტით ან მომსახურეობით.

19.2. ციფრული სახელი – პერსონალური უნიკალური სახელწოდება, რომელსაც ირჩევს  და აფიქსირებს თავად თანამშრომელი ან მომხმარებელი კომპანიის ვებ პლათფორმაზე რეგისტრაციის დროს. ციფრული სახელი არის ძირითადი სამუშაო ინსტრუმენტი ციფრულ ოფისში ისე კომპანიის მთლიან ვებ პლათფორმაზე. ციფრული სახელით ხდება თანამშრომლის/რეკომენდატორის იდენთიფიცირება და შემდგომში მისი ანაზღაურების დაანგარიშება. ციფრული სახელი ხდება თანამშრომლის წარდგენა კლიენტთან და ის დატანილია თანამშრომლის სავიზიტო ბარათზე, QR კოდზე, შეთავაზებებზე და პრეზენტაციებზე.

19.3. რეკომენდატორი – პირი რომელმაც რეკომენდაცია გაუწია კომპანიას მის პროდუქტებს/მომსახურეობებს და თავისი ციფრული სახელით მოიზიდა მომხმარებელი.

თქვენი ციფრული სახელით დარეგისტრირებული: ვენდორი (სავაჭრო ობიექტი, მოვაჭრე, კომპანია, სააგენტო და სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირი ვინც რაიმე სახის პროდუქტს ან მომსახურეობას ყიდის). თქვენი ციფრული სახელით დარეგისტრირებული თანამშრომელი. თქვენი ციფრული სახელით გაქირავებული სარეკლამო ადგილი,  გაყიდული ნებისმიერი პროდუქტი / მომსახურეობა, რაც განთავსებულია კომპანია CBMG – ის პლათფორმაზე “byme.ge” – ზე არსებულ ნებისმიერ პროექტში. მაგალითად, როგორიცაა კომპანიის მთავარი ციფრული სავაჭრო ცენტრი მისამართზე: trade-center.byme.ge; office.byme.ge და სხვა;

19.4. თანამშრომელი – პირი, რომელიც ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე, დასაქმებულია და მუშაობს კომპანია CBMG – ს ციფრულ ოფისში, ფიზიკურ მთავარ ოფისში ან ფილიალში;

19.5. ციფრული ოფისი – კომპანია CBMG – ს ვებ პლათფორმაზე განთავსებულ ვირტუალურ ოფისს, სამუშაო პროცესის  დისტანციურ რეჟიმში სამართავად. ციფრულ ოფისში მუშაობენ სიფრული თანამშრომლები და მათი პერსონალური იდენთიფიკაციის კოდს განსაზღვრავს რეგისტრაციის დროს მითითებული ციფრული სახელი.

19.6. ციფრული თანამშრომელი – პირი რომელიც მუშაობს კომპანიის ციფრულ ოფისში დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში;

19.7. ციფრული კარიერა – ციფრული ოფისის მიერ გამოცხადებული დასაქმების კონკურსი, სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ ციფრულ ოფისში დასაქმების მსურველებს; კარიერულ საფეხურებს გადიან ასევე ციფრულ ოფისში;

19.8. კომპანიის პარტნიორი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც თანამშრომლობს კომპანიასთან გაცვლითი ან ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით;

19.9. ბიზნეს პარტნიორი / ვენდორი – ფიზიკური პირი, ინდ. მეწარმე ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს საკუთარი პროდუქტები / მომსახურეობები და თანამშრომლობს კომპანიასთან, კერძოდ კი სარგებლობს CBMG – ს პლათფორმით, სადაც განთავსებული აქვს საკუთარი საქმიანობა, პროდუქტი / მომსახურეობა რეალიზაციის მიზნით;

19.10. ბრენდის პარტნიორი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც თანამშრომლობს კომპანია CBMG – სთან, კერძოდ კი ქმნის, ამზადებს კომპანიის დიზაინით შეკვეთილ პროდუქციას, რომელიც ემსახურება და აწვდის პროდუქტს კომპანიას ბრენდის სახელით სარეალიზაციოდ;

19.11. ინვესტორი – პირი რომელიც თანამშრომლობს კომპანიასთან და აფინანსებს კომპანიის პროექტს ან პროდუქტს;

19.12. ბლოგერი – პირი, რომელიც კომპანიის პლათფორმაზე ქმნის ან წერს მისთვის საინტერესო თემის შესაბამის რუბრიკას, პოსტს, ბლოგს;

19.13. სტაჟიორი – პირი რომელიც კომპანიაში გადის ანაზღაურებად სტაჟირებას 2 თვიანი გამოსაცდელი ვადით;

19.14. ოპერატორი – პირი, რომელიც როგორც კომპანიის ასევე მისი ბიზნეს პარტნიორების მომხმარებლებს უწევს კვალიფიციურ სატელეფონო მომსახურეობას და აწვდის სასურველ ინფორმაციას ნებისმიერი პროდუქტის / მომსახურეობის შესახებ. ასევე აქტიურად არის ჩართული ტელემარკეტინგში, თავაზობს აბონენტებს კომპანიის პროდუქტებს და მომსახურეობებს;

19.15. პიარ მენეჯერი – პირი, რომელიც გააპიარებს კომპანია CBMG – ს, მის პროექტებს და პარტნიორების / ვენდორების საქმიანობას, პროდუქტებს და მომსახურეობებს;

19.16. რეკლამის მენეჯერი – პირი, რომელიც კომპანიის პლათფორმაზე სარეკლამო ბანერების განთავსების მიზნით მოიზიდავს კლიენტს, ასევე გაყიდის სხვა სარეკლამო პროდუქტებს /  მომსახურეობებს;

19.17. გაყიდვების მენეჯერი – პირი, რომელიც იზრუნებს CBMG – ს და მისი პარტნიორების / ვენდორების პროდუქტის ან მომსახურეობის დროულ რეალიზაციაზე;

19.18. კატეგორიის მენეჯერი – პირი, რომელიც მოამარაგებს პროდუქტით / მომსახურეობით შერჩეულ კონკრეტულ კატეგორიას/ებს და უხელმძღვანელებს არჩეული კატეგორიის გაყიდვების პროცეს. დაამატებს ქვე კატეგორიებს და შექმნის გაყიდვების სამუშაო ჯგუფს ადმინისტრაციასთან შეთანხმებით;

19.19. უფროსი მენეჯერი – პირი რომელიც ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეულ თემაში დასაქმებულ სტაჟიორებს და მენეჯერებს მთელი საქართველოს მაშტაბით. უფროსი მენეჯერი მუშაობს სათაო ოფისში.

19.20. პროექტის კოორდინატორი – პირი რომელიც ინიშნება კონკრეტული თემის მიხედვით, კონკრეტულ რეგიონში და ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეულ სამუშაო თემას მის რეგიონში. მუშაობს უფროს მენეჯერთან ერთად. მის დაქვემდებარებაში არიან თავისი ფილიალის მენეჯერები და სტაჟიორები. კოორდინატორები მუშაობენ რეგიონებში და მართავენ თავისი თემის ფილიალს, როგორც ციფრულ ოფისში დისტანციურ რეჟიმში ისე ფიზიკურ რეგიონის ოფისში. 

19.21. პროექტის დირექტორი – პირი, რომელიც ინიშნება კონკრეტულ რეგიონში. ხელმძღვანელობს მის რეგიონში არსებულ კომპანიის ყველა აქტიურ პროექტს. მის დაქვემდებარებაშია პროექტის კოორდინატორები. დირექტორები მუშაობენ რეგიონებში როგორც ციფრულ ოფისში დისტანციურ რეჟიმში ისე ფიზიკურ სათაო ოფისში, აქვს გასვლები რეგიონის ოფისებში. აკონტროლებს პროექტების/სავაჭრო სივრცეებისს ვენდორების და თანამშრომლების სტაბილურ, უწყვეტ, დროულ და გამართულ მუშაობის პროცესს.

19.22. პროექტის პარტნიორი – პირი, რომელიც ხელმძღვანელობს, ერთ კონკრეტულ თემას, პროექტს / სავაჭრო სივრცეს მტელი საქართველოს მაშტაბით. მის დაქვემდებარებაშია თემის კოორდინატორები, მუშაობენ რეგიონის დირექტორებთან. მისი მოვალეობაა გახსნას არჩეული თემის შესაბამისი ფილიალი 11 რეგიონში. მუშაობენ სათაო ოფისში, ასევე დისტანციურად ონლაინ რეჟიმში.

19.23. შესყიდვების მენეჯერი – პირი, რომელიც ბაზარზე მოიძიებს, შეარჩევს და მიაწვდის კომპანიას შესაბამის პროდუქტს ან მომსახურეობას, მოთხოვნიდან გამომდინარე;

19.24. ვენდორი (vendor) – გამყიდველი, მოვაჭრე. ნაგულისხმევია მაღაზიები, სავაჭრო ობიექტები, კვების ობიექტები, გარე მოვაჭრეები, კომპანიები სააგენტოები, რომელიც ითანამშრომლებს კომპანიასთან და განათავსებს თავის პროდუქტს/ მომსახურეობას კომპანიის პლათფორმაზე სარეალიზაციოდ;

19.25. პროგრამა რეფერი – სრულიად დამოუკიდებელი პარტნიორული პროგრამა კომპანიის ვებ პლათფორმაზე, რაც საშუალებას აძლევს ნებისმიერ მომხმარებელს პროგრამაში რეგისტრაციის შემდეგ, მისი რეფერალური ბმულით მოწვეული ნებისმიერი მომხმარებლის მიერ კომპანიის პლათფორმაზე განხორციელებული შენაძენიდან/ებიდან (მხოლოდ დასრულებული ტრანზაქციის შემთხვევაში) მიიღოს 2 % საკუთარ ანგარიშზე. რეფერის (თქვენი) დაგროვებული 2% დაგერიცხებათ ჯამურად  თვეში ერთხელ.

19.26. რეფერალი – პროგრამა რეფერის ფარგლებში, თქვენს მიერ პირადი რეფერალური კოდით / ბმულით ან რეფერალური სარეკლამო ბანერით მოწვეული პირი CBMG – ს პლათფორმაზე ნებისმიერ პროექტში;

19.27. რეფერალური ბმული – დაგენირერებული პერსონალური უნიკალური კოდი, რომლის საშუალებით მოწვეული პირი, სისტემურად გებმევათ თქვენ;

19.28. განაცხადი – განაცხადის ფორმის შევსება აუცილებელია კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობებისათვის. განაცხადით კომპანია იდენთიფიცირებას უკეთებს დაინტერესებული პირის მოთხოვნას, ამუშავებს მის მონაცემებს და ანაწილებს შესაბამის პროექტში, ფორმაში მითითებული სტატუსით. განაცხადის ფორმის შევსებით, გვაწვდით პირად მონაცემებს, ურთიერთ შეთანხმების გასაფორმებლად და მუშაობის მოქმედებების დასაწყებად. დაცულია კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ინფორმაცია მესამე პირზე არ გაიცემა;

19.29. რეგისტრაცია – რეგისტრაცია გაძლევთ სისტემაში შესვლის, პირად ოფისზე წვდომის, პირადი მონაცემების რედაქტირების და მუშაობის შესაძლებლობას;

19.30. ვერიფიკაცია – ვერიფიკაციის გავლა აუცილებელია მხოლოდ თანამშრომლებისათვის, ვენდორებისათის, ბიზნეს და პროექტის პარტნიორებისთვის. ვერიფიცირებულ თანამშრომელს უფორმდება შრომითი შეთანხმება. ვერიფიკაციისას ხდება თქვენს მიერ განაცხადით და რეგისტრაციის ფორმით მოწოდებული ინფორმაციის და მონაცემების დაზუსტება;

19.30.1. სელფი დოკუმენტით –  გადაიღეთ ფოტო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად. ფოტოში გარკვევით უნდა ჩანდეს მომხმარებლის სახე. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი ხელში უნდა ეჭიროს მის მფლობელს. ფოტო უნდა იყოს ფერადი და არ უნდა იყოს გადაღებული მობილურის ფლეშ ნათებით. დოკუმენტი და მასზე დატანილი ინფორმაცია უნდა ჩანდეს გარკვევით და სრულად;

19.30.2.  თქვენს მიერ მითითებული რეკვიზიტის ან საკონტაქტო მონაცემის ცვლილების შემთხვევაში, საჭიროა გვაცნობოთ წერილობით ელ. ფოსტის მისამართზე: infochange@byme.ge . დაცულია კონფიდენციალურობის პოლიტიკა;

20.1. დასაქმების მსურველებს, ასევე სტუდენტებს, ემიგრანტებს, შშმ პირებს. კომპანია CBMG გაძლევთ შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოთ საქართველოში დასაქმების ყველაზე ფართო მაშტაბიან კონკურსში „ციფრული კარიერა“. დარეგისტრირდით, გაიარეთ სტაჟირება და დასაქმდით თანამედროვე ციფრულ ოფისში, დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში. იმუშავეთ მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან, სასურველ დროს, სასურველ სფეროში და მიიღეთ სასურველი ფიქსირებული ანაზღაურება, + % – ები გაყიდვების 4 სხვადასხვა სისტემიდან ერთდროულად, + პრაქტიკული გამოცდილება. + რაც ყველაზე მთავარია მიიღეთ შესაძლებლობა განვითარდეთ, აიმაღლოთ კვალიფიკაცია თქვენთვის საინტერესო სფეროში, მიიღეთ შესაძლებლობა დაწინაურდეთ და აიწყოთ კარიერა დამოუკიდებლად. ეს ყველაფერი ექსკლუზიურად საქართველოში მხოლოდ ჩვენთან, კომპანიაში CBMG. გახდით კომპანიის ციფრული თანამშრომელი.

 20.1.1. ციფრული ოფისი

კომპანია CBMG გთავაზობთ, დასაქმებას დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში, თქვენთვის მოსახერხებელი მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან, სასურველ სამუშაო გრაფიკს, თქვენთვის საინტერესო სფეროში, თქვენთვის სასურველ ანაზღაურებას. აირჩიეთ სასურველი თანამდებობა, მომართეთ თქვენი სამუშაო პარამეტრები სამუშაო გეგმების მიხედვით და დაიწყეთ გეგმის განხორციელება. გახდით ციფრული თანამშრომელი და იმუშავეთ უნიკალური ციფრული სახელით.

20.1.2. ფიზიკური ოფისი – კომპანია CBMG გთავაზობთ, დასაქმებას მთავარ ოფისში და ფილიალებში. დაგეგმილია 12 რეგიონალური ფილიალის გახსნა. კადრების შერჩევა მიმდინარეობს მუშაობის პარალელურ რეჟიმში 2 მეთოდით: 1. აირჩევიან ანაზღაურებადი სტაჟირების 2 თვიანი გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ციფრული ოფისიდან, პრაქტიკული მუშაობის პროცესის დროს, მონიტორინგის და ეიჩარის სამსახურების მიერ. 2. აირჩევიან სამოტივაციო წერილის და რეზუმეს საფუძველზე;

20.1.3. ციფრული კარიერა – კომპანიაში გამოცხადებულია ფართო მაშტაბური ონლაინ დასაქმების კონკურსი „ციფრული კარიერა“. კომპანია CBMG გთავაზობთ, კარიერული წინსვლის და განვითარების შესაძლებლობას. თანამშრომელს შეუძლია დაწინაურდეს და მიაღწიოს სასურველ კარიერულ საფეხურს: სტაჟიორი, ოპერატორი, მენეჯერი, უფროსი მენეჯერი, კოორდინატორი, დირექტორი და პარტნიორი. ყველა თანამდებობას აქვს შესაბამისი ერთი თვის სამუშაო გეგმა. გეგმის შესრულების შემდეგ, თანამშრომელს შეუძლია გადავიდეს ახალ თანამდებობაზე ან დარჩეს არსებულზე.

 20.2. ციფრულ ოფისში დასაქმებისათვის, მუშაობის დასაწყებად და კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია ციფრულ ოფისში და გაიაქტიუროთ სტაჟიორის ლიცენზია. კადრი აირჩევა ანაზღაურებადი სტაჟირების 2 თვიანი გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ციფრული ოფისიდან, პრაქტიკული მუშაობის პროცესის დროს, მონიტორინგის და ეიჩარის სამსახურების მიერ. კომპანიაში დარჩებიან კანდიდატები, რომლებიც გადალახავენ სამუშაო ბარიერის მინიმუმს, შეასრულებენ სტაჟიორის სამუშაო გეგმას სრულფასოვნად ყველა პირობის დაცვით;

20.3. ციფრულ ოფისში რეგისტრაციით გაქვთ შესაძლებლობას იმუშაოთ მხოლოდ კომპანიის ციფრულ სავაჭრო ცენტრში, დამატებითი რეგისტრაციის გარეშე. თქვენი სამუშაო ოფისია ციფრული ოფისი, ხოლო სამუშაო ლოკაცია სავაჭრო ცენტრი, სადაც დარეგისტრირდებიან თქვენი, როგორც რეკომენდატორის ციფრული სახელით თქვენს მიერ რეკომენდირებული ვენდორები;

20.4. სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ, დადებითი პასუხის შემთხვევაში თანამშრომელი გადადის მენეჯერის თანამდებობაზე და მუშაობას აგრძელებს ახალი სტატუსით;

20.5. დამატებით პროექტებში/სავაჭრო სივრცეებში მუშაობის სურვილის შემთხვევაში გაიარეთ შემდეგი ეტაპები თანმიმდევრულად:

20.5.1. საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია ყველა იმ კომპანიის სავაჭრო სივრცეში რა თემაზედაც და სადაც გსურს მუშაობა. აუცილებელია ყველა პროექტში მიუთითოს თქვენი ის ციფრული სახელი, რაც მითითებული აქვს ციფრულ ოფისში;

20.5.2. საჭიროა გაიაქტიუროთ სტაჟირების სამუშაო ლიცენზია ერთჯერადად, მომდევნო თვეში დაგექვითებათ ავტომატურად, თანამდებობის შესაბამისი ოდენობით მისაღები ანაზღაურებიდან; 

20.5.3. ასევე რეკომენდირებულია ყველა იმ პროექტში, სადაც გადაწყვიტავთ მუშაობას, დამატებით დარეგისტრირდეთ პარტნიორულ პროგრამაში „რეფერი“, რომ დამატებით მიიღოთ % – ები მოწვეული რეფერალების შენაძენებიდან. ნებაყოფლობითია.

20.6. ყველა ეტაპის წარმატების გავლის შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ მუშაობა თქვენი პირადი კაბინეტის დახმარებით ციფრულ ოფისში, სადაც მოცემულია დავალებები და სამუშაო გეგმები თანამდებობების მიხედვით. მუშაობის ინსტრუქტაჟი, ყველა სამუშაოდ საჭირო ინსტრუმენტი, ფაილი, მასალები და შეთავაზების ნიმუშები;

20.7. ყოველი თვის ბოლოს თანამშრომელმა საჭიროა ჩააბაროს რეპორტი (შესრულებული სამუშაოების შედეგების ფორმა). რეპორტის ჩაბარების თარიღია ყოველი თვის 20 – 23 რიცხვი. რეპორტი ბარდება თვეში ერთხელ, კვარტალში ერთხელ (თანამდებობის შესაბამისი სამუშაო გეგმის შესრულების შემდეგ) და წელიწადში ერთხელ.

20.8. რეპორტის ჩაბარების შემდეგ, თანამშრომელს ერიცხება ანაზღაურება მის მიერ შესრულებული სამუშაო გეგმის შესაბამისი ოდენობით, რაც მითითებულია ანაზღაურებაში პუნქტი 35.6 + % გაყიდვებიდან. თანამშრომელი რომელიც ვერ შეასრულებს სამუშაოს გეგმას მას, მაინც დაერიცხება ანაზღაურება, მხოლოდ მის მიერ შესრულებული სამუშაოების შესაბამისი ოდენობით.

20.9.  კომპანის სავაჭრო პლათფორმაზე იყიდება ნებისმიერი სახის საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული პროდუქტი და მომსახურეობა. საკუთარ პროდუქტს / მომსახურეობას ანთავსებენ ვენდორები / ბიზნეს პარტნიორები. თქვენი, როგორც თანამშრომლების უმთავრესი ამოცანაა,  დააინტერესოთ, მოიზიდოთ ვენდორები / ბიზნეს პარტნიორები სავაჭრო ცენტრში ან მის ნებისმიერ სავაჭრო სივრცეში, საკუთარი ციფრული სახელით, რათა გამოიმუშაოთ ფიქსირებული ანაზღაურება + % მათი გაყიდვებიდან. თქვენი სამუშაოა: შექმნათ საკუთარი ვენდორების ბაზა, დაეხმაროთ ვენდორებს, იკონტაქტოთ და პერიოდულად შეთავაზოთ ვენდორებს კომპანიის ახალი პროდუქტები და მომსახურეობები. ხელი შეუწყოთ და დაეხმაროთ მათ სასურველი შედეგების მიღწევაში, გაყიდვების ზრდაში, იმოქმედოთ მხოლოდ კომპანიის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით და ნებართვით;

20.10. გაითვალისწინეთ და ყურადღება მიაქციეთ , რომ კლიენტის მიერ შევსებული განაცხადის ფორმის გრაფაში „რეკომენდატორის ციფრული სახელი“ უნდა იყოს მითითებული თქვენი ციფრული სახელი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაგეხმარებათ სამუშაო ლიცენზიის ბარათი, ბარათზე დატანილია თქვენი ციფრული სახელი, თქვენი თანამდებობა, კომპანიის  QR კოდი და თქვენი კონტაქტები. ბარათი გეგზავნებათ ლიცენზიის გააქტიურების შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე, შესაძლებელია მისი სავიზიტო ბარათად დაბეჭდვაც. სავიზიტო ბარათს შეთავაზებასთან ერთად უგზავნით ან გადასცემთ ვენდორებს / ბიზნეს პარტნიორებს მეტი ეფექტურობისათვის და პროდუქტიულობისათვის ;

20.11. თანამშრომელს კონკრეტული გარიგება ვენდორთან ან კლიენტთან დასრულებულად ეთვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც:

  1. ვენდორის ან კლიენტის მიერ მითითებულია თანამშრომლის ციფრული სახელი გრაფაში „რეკომენდატორის ციფრული სახელი“.
  2. რეკომენდირებული ვენდორის მიერ ლიცენზიის აქტივაციის შემდეგ.
  3. რეკომენდირებული კლიენტის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის წარმატებით დასრულების შემდეგ;

20.12. დავალებები და სამუშაოს აღწერა თანამდებობების მიხედვით:

20.12.1. პროექტის პარტნიორის სამუშაოს აღწერა: შერჩეული პროექტის ხელმძღვანელობა, მარკეტინგული გეგმის შედგენა განხორციელება, კადრების შერჩევა, დატრენინგება, ტექნიკური საკითხების მართვა / ადმინისტრირება, ქვე კატეგორიების დამატება შევსება, ეფექტური შეთავაზებები და პრეზენტაციების მომზადება, განხორციელება, კლიენტის მოზიდვა, სტუმრების მოწვევა კომპანიის სავაჭრო ცენტრში და არჩეულ სავაჭრო სივრცეში / პროექტში. განთავსებული პროდუქციის პიარი, რეალიზება, ყველაზე სწრაფად და ეფექტურად საკუთარ სამუშაო ჯგუფთან ერთად;

20.13. დაწინაურება

20.13.1. კომპანია CBMG ნებისმიერ დასაქმების მსურველს აძლევს განვითარების და კარიერული წინსვლის საშუალებას. კარიერული საფეხურების გადალახვა შესაძლებელია სამუშაო გეგმის შესრულების შემდეგ. ნებისმიერი საფეხურის ხანგრძლივობა არის 1 თვე. თანამშრომელს შეუძლია შეასრულოს მისი თანამდებობის შესაბამისი გეგმა 10 დღეში და დანარჩენი 20 დღე იმუშაოს არსებული შედეგის შენარჩუნებაზე და არსებული ვენდორების გაყიდვების ზრდაზე.

20.13.2. ახალი თანამდებობის დაკავება ხორციელდება ავტომატურ რეჟიმში, მას შემდეგ, რაც თანამშრომელი შეასრულებს დაკავებული თანამდებობის გეგმას, თანხმობის და სურვილის შემთხვევაში, მას ავტომატურად მიენიჭება ახალი მომდევნო თანამდებობის სტატუსი და გაეზრდება ანაზღაურება.

 

20.14. ვადები

20.14.1. თანამშრომელი, რომელიც აქტიურად ჩაერთვება სამუშაო პროცესში მას დასჭირდება 5 თვე, რომ მიაღწიოს დირექტორის თანამდებობას. ასეთი თანამშრომლები ჩაითვლებიან წარმატებულ თანამშრომლად და ავტომატურად განთავსდებიან მთავარ გვერდზე ციფრულ ოფისში, რაც მისცემთ შესაძლებლობას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე კლიენტებმა თავად აირჩიონ ისინი;

20.14.2. თანამშრომელი, რომელიც ვერ შეასრულებს 1 თვის განმავლობაში სამუშაო გეგმას ის დარჩება აღნიშნულ თანამდებობაზე გეგმის შესრულებამდე მაქსიმუმ 3 თვე. ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ შესრულებული გეგმის შესაბამისად;

20.14.3. თანამშრომელი, რომელიც ვერ შეასრულებს დაკავებული თანამდებობის 1 თვის სამუშაო გეგმას 3 თვის განმავლობაში, იგი დატოვებს სამუშაო ადგილს ციფრულ ოფისში;

20.15. სტაბილურობა

20.15.1. თანამშრომელს აქვს უფლება ერთი და იგივე თანამდებობაზე იმუშაოს განუსაზღვრელი ვადით. მთავარი მოვალეობაა შეინარჩუნოს გეგმის შედეგები და გაზარდოს გაყიდვები. გაითვალისწინეთ, რომ ახალ თანამდებობაზე გადასვლის შემთხვევაში თქვენ გინარჩუნდებათ არსებული ვენდორები და შემოსავალი. ახალი თანამდებობა გაძლევთ შესაძლებლობას დაიმატოთ ახალი ვენდორები, თანამშრომლები. რეკომენდაციების და გაყიდვების ხარჯზე გაზარდოთ შემოსავალი, ინტერესების სფერო და მიიღოთ მეტი უფლებები და შესაძლებლობები;

21.1. კომპანიაში ვერიფიკაციის გავლა საჭიროა მხოლოდ თანამშრომლებისათვის და ვენდორებისათვის. ვერიფიკაციის გავლით გვაწვდით პირად ინფორმაციას, რეკვიზიტებს და საკონტაქტო მონაცემებს, რაც აუცილებელია კომპანიის მხრიდან დისტანციურ რეჟიმში: შეთანხმების გასაფორმებლად, თქვენი პიროვნების დასადასტურებლად, თაღლითობის თავიდან აცილების მიზნით და თქვენი გამომუშავებული შემოსავლის ან/და ანაზღაურების მისაღებად; კომპანიაში დაცულია კონფიდენციალურობის პოლიტიკა, ინფორმაცია მესამე პირზე არ გაიცემა. ასევე დაცულია  მონაცემთა ბაზა.

21.2. ვერიფიკაციის გასავლელად საჭიროა:

  1. რეგისტრაციის დროს ატვირთოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ორივე მხარე და სელფი დოკუმენტით;
  2. რეგისტრაციის დროს მითითებული კუთვნილი მობილურის ნომრიდან გამოაგზავნოთ მოკლე ტექტური შეტყობინება, ტექსტით: თქვენი ციფრული სახელი,  ნომერზე: +995 555 49 09 89;
  3. რეგისტრაციის დროს მითითებული კუთვნილი ელ.ფოსტის მისამართი ვერიფიკაცია ხორციელდება ავტომატურად აქტივაციის ბმულის დადასტურებით;
  4. თქვენი კუთვნილი საბანკო ანგარიშის ვერიფიკაცია ხორციელდება 1 ლარის გადმორიცხვით იმავე ბანკში კომპანიის საბანკო ანგარიშზე, რაც დაგიბრუნდებათ უკან; ასევე იმ შემთხვევაში თუ ლიცენზიის აქტივაცია განხორციელდა საბანკო გადარიცხვით;

22.1. თანამშრომლის სამუშაო ლიცენზია – კომპანიაში, მის ფილიალებში ან ციფრულ ოფისში მუშაობისათვის აუცილებელია მიიღოთ მუშაობის ნებართვა “ლიცენზია”. აქტიური სამუშაო ლიცენზია აუცილებელია:

  1. თანამშრომლებისათვის
  2. ვენდორებისათვის

22.2. ნებისმიერი თანამდებობის არჩევის შემთხვევაში, სტაჟიორი სამუშაო ლიცენზიის აქტივაციის საფასურს პირადი ბიუჯეტიდან იხდის მხოლოდ ერთხელ, ერთჯერადად სტაჟირების პირველი თვის ბოლოს, მუშაობის დასრულების შემდეგ.  

22.3. ლიცენზიის საფასურს იხდით, კომპანიის ციფრულ ოფისში თქვენთვის გამოყოფილი ვებ სივრცით სარგებლობისათვის, სამუშაოდ საჭირო მასალებთან, ინსტრუმენტებთან, ფაილებთან და ბაზებთან წვდომის მისაღებად, კომპანიის მომსახურეობებით სარგებლობისათვის, სამუშაო ლიცენზია უფლებას გაძლევთ იმუშაოთ ციფრულ ოფისში ან ფიზიკურ ოფისში, გადაადგილდეთ კომპანიის ფიზიკურ ოფისებში, ფილიალებში. დაესწროთ კომპანიის მიერ გამართულ ღონისძიებებს, პრეზენტაციებს, ტურებს და ივენთებს.

22.3.1. ლიცენზიის აქტივაციის ვადაა 1 თვე, ვადის გასვლის შემდეგ, მომდევნო თვეებში მუშაობის გასაგრძელებლად, მომდევნო სამუშო თვის ლიცენზიის საფასური თანამშრომელს დაექვითება წინასწარ, წინა თვის ციფრული ოფისიდან მისაღები ანაზღაურებიდან, მისი თანამდებობის შესაბამისი ოდენობით, ავტომატურად.

მაგალითად: სტაჟირება დაიწყეთ 26 აგვისტოს, სექტემბრის ბოლოს 20 დან 23 რიცხვის ჩათვლით თქვენი კაბინეტიდან აგზავნით სექტემბრის თვის რეპორტს თქვენი ანაზღაურების დასაანგარიშებლად, ხოლო 23 დან 27 – ი რიცხვის ჩათვლით საჭიროა საკუთარი ბიუჯეტიდან გაიაქტიუროთ სტაჟირების სამუშაო ლიცენზია. სექტემბრის 25 დან 28 რიცხვის ჩათვლით დაგერიცხებათ ანაზღაურება ოქტომბრის თვის თქვენი თანამდებობის შესაბამისი ლიცენზიის აქტივაციის საფასურის გამოკლებით და ასე მომდევნო თვეებშიდაც.

გაითვალისწინეთ, სამუშაო გეგმაზე მითითებული ანაზღაურება არის უკვე დაქვითული, ხელზე ასაღები ხელფასი. მითითებული ანაზღაურება დაგერიცხებათ სამუშაო გეგმის შესრულების შემთხვევაში. იმ შემთხვევაში თუ არ ან ვერ შეასრულებთ გეგმას დაგერიცხებათ, მხოლოდ თქვენს მიერ გამომუშავებული ანაზღაურება.
თუ დარწმუნებული ხართ საკუთარ შესაძლებლობებში, გაქვთ თანამდებობის შესაბამისი გამოცდილება და არ გსურთ სტაჟიორის პოზიციიდან დაიწყოთ მუშაობა. ასეთ შემთხვევაში შეასრულეთ თქვენთვის მისაღები თანამდებობის შესაბამისი სამუშაო გეგმა 2 თვიანი გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, გაიაქტიურეთ სტაჟირის ლიცენზია და მიიღებთ ანაზღაურებას.

22.3.2. თანამშრომლის ლიცენზიის აქტივაცია:

სავაჭრო ცენტრში კატეგორიებიდან აირჩიეთ ლიცენზიები – სტაჟიორის ლიცენზია ან დააკლიკეთ აქ და შეიძინეთ ლიცენზია. სტაჟირების ლიცენზიის აქტივაციის საფასურია 20 ლარი. ლიცენზიის აქტივაციის შემდეგ 24 საათის განმავლობაში თქვენი ელ. ფოსტის მისამართზე მიიღებთ ლიცენზიის ბარათს, რომელიც სასურველია შეინახოთ მობილურ ტელეფონში.

გაითვალისწინეთ! საბანკო გადარიცხვისას გადახდის დანიშნულებაში აუცილებელია მიუთითოთ:  თქვენი ციფრული სახელი და ლიცენზიის შეკვეთის ID ნომერი, გადმორიცხეთ ლიცენზიის შესაბამისი თანხა კომპანიის რეკვიზიტებზე, ასევე გაითვალისწინეთ გადარიცხვის საკომისიო;

22.3.3. თანამშრომელს აქვს უფლება ერთდროულად იმუშაოს კომპანიის რამდენიმე პროექტში, ასეთ შემთხვევაში თანამშრომელმა საჭიროა  გაიაქტიუროს  პროექტის/სავაჭრო სივრცის სტაჟირების სამუშაო ლიცენზია;

22.4. ვენდორის სამუშაო ლიცენზია – კომპანიის ციფრულ სავაჭრო ცენტრში სამუშაოდ აუცილებელია მიიღოთ მუშაობის ნებართვა “ლიცენზია”. ლიცენზიის აქტივაციის საფასურს ვენდორი იხდის თქვეში ერთხელ მუშაობის დაწყების წინ 23 დან 27 რიცხვის ჩათვლით. ლიცენზიის ვადაა 1 თვე..

ლიცენზია უფლებას განიჭებთ ისარგებლოთ: კომპანიის ციფრულ სავაჭრო ცენტრში თქვენთვის გამოყოფილი სავაჭრო სივრცით და აწარმოოთ გაყიდვები, მიიღოთ წვდომა სამუშაოდ საჭირო ინსტრუმენტებთან, მოდულებთან, პირად ოფისთან და პროგრამებთან.

მიიღოთ კომპანიის შეთავაზებები და მომსახურეობები თქვენი საქმიანობისათვის, ისარგებლოთ პირადი რეკომენდატორის / გაყიდვების მენეჯერის მომსახურეობით, კომპანიის ქოლ ცენტრის, გაყიდვების, პიარის, მარკეტინგის, საკურიერო სამსახურების მომსახურეობებით.

მიიღოთ უფლება გადაადგილდეთ კომპანიის ფიზიკურ ოფისებში და დაესწროთ კომპანიის მიერ გამართულ ღონისძიებებს, შეხვედრებს და პრეზენტაციებს.

ლიცენზიის აქტივაციის საფასური ვენდორმა საჭიროა გადაიხადოს თვეში ერთხელ 

შეძენიდან 24 საათის განმავლობაში ლიცენზიის ბარათს მიიღებთ თქვენს ელ.ფოსტის მისამართზე. სასურველია ლიცენზიის ბარათი შეინახოთ მობილურ ტელეფონში.

ასევე ლიცენზიის დროს ვერიფიკაციას გადის თქვენი საბანკო ანგარიში.

22.4.1. ვენდორის ლიცენზიის აქტივაცია:

სავაჭრო ცენტრში ან კომპანიის ნებისმიერ პროექტში / სავაჭრო სივრცეში ვენდორის რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, საჭიროა გაიაქტიუროთ ლიცენზია. ამისათვის ციფრულ სავაჭრო ცენტრში კატეგორიებიდან აირჩიეთ ლიცენზიები და შეიძინეთ ვენდორის ლიცენზია ან დააკლიკეთ აქ.

გაითვალისწინეთ! საბანკო გადარიცხვისას გადახდის დანიშნულებაში აუცილებელია მიუთითოთ:  თქვენი ციფრული სახელი და ლიცენზიის შეკვეთის ID ნომერი, გადმორიცხეთ ლიცენზიის შესაბამისი თანხა კომპანიის რეკვიზიტებზე, ასევე გაითვალისწინეთ გადარიცხვის საკომისიო;

22.4.2. ვენდორს აქვს უფლება ერთდროულად დარეგისტრირდეს რამდენიმე სავაჭრო სივრცეში / პროექტში. მაგ: ციფრულ სავაჭრო ცენტრში და კიდევ იმ პროექტში, რომელიც მის საქმიანობის თემას ეხება. ასეთ შემთხვევაში ვენდორმა საჭიროა გაიაქტიუროს ყველა იმ პროექტის/სავაჭრო სივრცის სამუშაო ლიცენზია, სადაც არის დარეგისტრირებული;

22.5. სამუშაო ლიცენზია გააქტიურდება მას შემდეგ, როცა მოხდება კომპანიის ანგარიშზე თანხის ასახვა, მაქსიმუმ 72 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ შეძლებთ მუშაობის დაწყებას;

22.6. სამუშაო ლიცენზიის აქტივაციის საფასური თანამდებობების მიხედვით:

ID ნომერი 

თანამშრომლების სამუშაო ლიცენზიები, რაც დაგექვითებათ მისაღები ანაზღაურებიდან ავტომატურად

1 თვე  ლარი

LI20

სტაჟიორის

20

LO25

ოპერატორის

25

LM30

მენეჯერის

30

LHM50

უფროსი მენეჯერის

50

LPC70

პროექტის კოორდინატორის

70

LPD80

პროექტის დირექტორის

80

LPP100

პროექტის პარტნიორის

100

   

 ID ნომერი 

ვენდორების ლიცენზიები, რასაც გადაიხდით სამუშაო თვის დასაწყისში

1 თვე  ლარი

L90

“სტარტი”  100 – მდე პროდუქტი   1 პროდუქტის განთავსება 0,9 ლ

90

L480

“სტანდარტი”  600 – მდე პროდუქტი   1 პროდუქტის განთავსება 0,8 ლ

480

L900

“ვიპ”   1500 – მდე პროდუქტი  1 პროდუქტის განთავსება 0,6 ლ

900

LVIP+

“ვიპ”+ 1500-ზე მეტი პროდუქტი  1 პროდუქტის განთავსების ღირებულება 0,5 ლ

900+(X*0,5)

22.7.  სამუშაო ლიცენზიის ვირტუალური ბარათი – ლიცენზიის აქტივაციის შემდეგ კომპანია განიჭებთ სამუშაო ლიცენზიის ვირტუალურ ბარათს, რომელიც უფლებას გაძლევთ იმუშაოთ ციფრულ ოფისში, ციფრულ სავაჭრო ცენტრში ან ფიზიკურ ოფისში, გადაადგილდეთ კომპანიის ფიზიკურ ოფისებში, ფილიალებში. დაესწროთ კომპანიის მიერ გამართულ ღონისძიებებს, პრეზენტაციებს, ტურებს და ივენთებს. ეს არის კომპანიაში მუშაობის და აქტიურობის ნებართვის ვირტუალური ბარათი, მზა სამუშაო ინსტრუმენტი თანამშრომლებისათვის, ვენდორებისათვის. ვირტუალური ბარათი გეგზავნებათ თქვენს ელ.ფოსტის მისამართზე, რომელიც სასურველია ჩამოტვირთოთ თქვენს მობილურ მოწყობილობაში და საჭიროების შემთხვევაში წარადგინოთ კომპანიის ტერიტორიებზე. გამოიყენებთ ვენდორებთან მუშაობისას  შეთავაზებების დროს, პრეზენტაციების დროს ან შეხვედრა / ვიზიტების დროს. ასევე შესაძლებელია ვირტუალური ლიცენზიის ბარათის დაბეჭდვა (სურვილისამებრ) და გამოყენება, როგორც  სავიზიტო ბარათი ან ბეიჯის სახით.

ბარათზე დატანილია: ბარათის უნიკალური CBMG ID ნომერი/კოდი, თქვენი ციფრული სახელი, თქვენი სტატუსი / თანამდებობა, თქვენი მობილურის ნომერი, ელ. ფოსტა, მისამართში თქვენი დაფარვის ზონა / რეგიონი, კომპანიის ვებ მისამართი, და კომპანიის QR კოდი.

დაგეგმილია შემდეგი ბარათების დაბეჭდვა: თანამშრომლების ბარათი – Job Card; პროექტის პარტნიორების ბარათი – Pro Card;  ვენდორების, ბიზნეს პარტნიორების ბარათი – Business Card; (ბარათები დროებით არ არის აქტიური.)

23.1. თანამშრომლებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა ანაზღაურება მიიღონ 4 სხვადასხვა სისტემიდან ერთდორულად:

  1. ფიქსირებული გეგმიური ანაზღაურება რეკომენდირებული ლიცენზიებიდან;
  2. ანაზღაურება რეკომენდირებული ვენდორების გაყიდვებიდან;
  3. ანაზღაურება კომპანიის პროდუქტების და მომსახურეობების გაყიდვებიდან;
  4. ანაზღაურება პროგრამა რეფერიდან. რეფერალების შენაძენებიდან;

ექსკლუზიურად საქართველოში მხოლოდ კომპანიაში CBMG

23.2. ანაზღაურების მისაღებად აუცილებელია თანამშრომელს:

23.2.1. ჩაბარებული ქონდეს რეპორტი. რეპორტის ჩაბარება შესაძლებელია ჩემი კაბინეტიდან. რეპორტი ბარდება ყოველი თვის 20 – დან 23 რიცხვის ჩათვლით; 

23.2.2. გააქტიურებული ქონდეს სტაჟიორის სამუშაო ლიცენზია, რასაც თანამშრომელი იხდის საკუთარი ბიუჯეტიდან მხოლოდ ერთხელ/ერთჯერადად 23 დან 27 რიცხვის ჩათვლით;

23.3. თანამშრომელს აქვს უფლება კომპანიის ვებ პლათფორმაზე იმუშაოს რამოდენიმე პროექტში/სავაჭრო სივრცეში  ერთდროულად, ასეთ შემთხვევაში მას დაუჯამდება ყველა პროექტის ანაზღაურება და დაერიცხება ერთიანად ყოველი თვის ბოლოს;

23.4. რეპორტის ჩაბარების შემდეგ, თანამშრომელს ერიცხება ანაზღაურება მის მიერ შესრულებული სამუშაო გეგმის შესაბამისი ოდენობით, რაც მითითებულია ანაზღაურებაში პუნქტი 23.8 + % გაყიდვებიდან.

23.5. თანამშრომელი, რომელიც ვერ შეასრულებს სამუშაოს გეგმას მას, ერიცხება ანაზღაურება, მხოლოდ მის მიერ შესრულებული სამუშაოების შესაბამისი ოდენობით.

23.6. ანაზღაურება ირიცხება, თანამშრომლის ვერიფიცირებულ საბანკო ანგარიშზე;

23.7. თანამშრომლის ხელზე ასაღები ხელფასი იხილეთ პუნქტში 23.8 – ში. ასევე გასაცემი თანამშრომლის ასაღები ანაზღაურება მითითებულია ლიცენზიებზე და სამუშაო გეგმებზე, რასაც დაემატება % – ები გაყიდვებიდან. ყველა თანამშრომელს დარიცხული ანაზღაურებიდან ექვითება საშემოსავლოს და პენსიის გადასახადი,  დაზღვევის და კორპორატიული გადასახადი, ბარათის და ლიცენზიის აქტივაციის საფასური, კომპანიის მომსახურეობის გადასახადი, გადარიცხვის საკომისიო და ასევე საქველმოქმედო ფონდში CFS ირიცხება 1%;

23.8.  მინიმალური ანაზღაურება თანამდებობების მიხედვით:

ხელზე ასაღები ანაზღაურების მინიმუმი თვეში (ლარი) თანამდებობების სტატუსების მიხედვით

სტატუსები

ლარი

სტაჟიორი

500 +

ოპერატორი

900 +

მენეჯერი

1200 +

უფროსი მენეჯერი

1600 +

პროექტის კოორდინატორი

2500 +

პროექტის დირექტორი

4100 +

პროექტის პარტნიორი

6700 +

23.9. ანაზღაურება გაიცემა აქტიური ლიცენზიის, შესრულებული გეგმის და ჩაბარებული რეპორტის შემთხვევაში. ანაზღაურება ირიცხება ყოველი თვის ბოლოს 25 დან 28 რიცხვებში.

23.10. გაითვალისწინეთ 20 რიცხვიდან გაყიდული პროდუქტი / მომსახურეობის % – ები გადავა და დაანგარიშდება მომდევნო თვეში. კომპანიაში სამუშაო კალენდარული თვეა 20 დან 20 რიცხვამდე;

24.1. კომპანიას აქვს საკუთარი ერთმანეთისაგან განსხვავებული 4 ბარათი, სხვადასხვა სახის მომსახურეობების და შეთავაზებების მისაღებად, როგორც საკუთარ პროდუქტებზე და მომსახურეობებზე ფასდაკლებებით სარგებლობისათვის, ასევე კომპანიის პარტნიორების და ვენდორების პროდუქტებზე და მომსახურეობებზე ფასდაკლებებით სარგებლობისათვის. (ბარათები ჯერ არ არის აქტიური).

24.1.1. COOL CARD – (მაგარი ბარათი, გამაგრილებელი ბარათი) – გაატარეთ ცივი ზამთრის დღეები თბილად, ან გაატარეთ ცხელი ზაფხული გრილად, გახადეთ თქვენი დასვენება კომფორტული და საინტერესო თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მაგარი შეთავაზებები და ფასდაკლებები, დასვენება, ტურები, ფიტნესი, სილამაზე, ესთეტიკა და სხვა;

24.1.2. BG Card – იყიდე ქართული. ჩემს მიერ საქართველოში შექმნილი ბარათი – ქართულ ბიო და ნატურალურ, ბუნებრივ პროდუქტებზე ფასდაკლებები. კომპანია თავის ერთგულ მომხმარებელს თავაზობს საკუთარი ბრენდის ბარათს. კომპანიის და პარტნიორი ვენდორების პროდუქტებზე და მომსახურეობებზე ფასდაკლებები. აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო და საჭირო პროდუქტები / მომსახურეობები კატალოგიდან და მიიღეთ სპეციალური შეთავაზებები და ფასდაკლებები;

24.1.3. HB CARD – (ჯანმრთელი სხეულის ბარათი) – წელიწადის ნებისმიერ დროს ჯანმრთელობისათვის სხვადასხვა გამაჯანსაღებელი და სამკურნალო ეფექტის მიღწევაა შესაძლებელი. ისარგებლეთ ამ უნიკალური ექსკლუზიური ბარათით და მიიღეთ პერსონალურად თქვენი ჯანმრთელობისათვის, სხეულის გაჯანსაღებისათვის, ორგანიზმის გაწმენდისათვის, კორექციისათვის და წონის დასაკლებად სპეციალური შეთავაზებები და ფასდაკლებები;


24.1.4. CBMG CLUB – (ბარათი ჩემს მიერ შექმნილი საქართველოში, კლუბისთვის) – ყველა 3 ბარათი ერთში, დამატებით სპეციალურად კლუბის წევრებისათვის გამართულ ივენთებე და ღონისძიებებე ფასდაკლებების მისაღებად. ბარათები ჯერ არ არის აქტიური. დარჩით ჩვენთან და არ გამოტოვოთ ეს უნიკალური და ექსკლუზიური შეთავაზებები კომპანიისაგან;

25.1. კომპანია, გთავაზობთ პარტნიორულ პროგრამას „რეფერ“- ს, მომხმარებლების დაინტერესების, პიარის მოზიდვის და გაყიდვების გაზრდის მიზნით. პროგრამაში რეგისტრაცია სრულიად უფასოა, რის შემდეგ პერსონალურად თქვენთვის, პროგრამა აგენერირებს თქვენს უნიკალურ კოდს, რომელიც შესაძლებელია გამოიყენოთ:

  1. მოსაწვევი ბმულის სახით, რომელსაც აზიარებთ სოციალური ქსელით, აპლიკაციებით და სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით, მომხმარებლების მოზიდვის მიზნით.
  2. სარეკლამო ბანერების სახით, რომლის შექმნის შესაძლებლობა, გაქვთ თავად რეფერის ოფისში,  მეტი ინტერესის, მრავალფეროვნების, გამორჩეულობის და შედეგის მიღწევის მიზნით, რომ მოიზიდოთ მეტი მომხმარებელი  და  პოტენციური მყიდველი კომპანიის ვებ პლათფორმაზე;

25.2. პროგრამიდან გერიცხებათ ანაზღაურება 2% – ის ოდენობით, თითოეული მოწვეული რეფერალის მიერ კომპანიის სავაჭრო ცენტრში და კომპანიის პროექტებში/სავაჭრო სივრცეებში განხორციელებული წარმატებული  დასრულებული ტრანზაქციიდან, შენაძენებიდან;

25.3. რეფერის პროგრამა განთავსებულია კომპანიის ყველა პროექტში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. აქედან გამომდინარე, სურვილის შემთხვევაში, ერთ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა დარეგისტრირდეს რეფერის პროგრამაში, ერთ ან რამოდენიმე  სავაჭრო სივრცეში /  პროექტში ერთდროულად.

26.1. კომპანიას საკუთარ ვებ პლათფორმაზე განთავსებული აქვს სავაჭრო სივრცეები/პროექტები, თემების მიხედვით, რომლებიც გაიხსნება ეტაპობრივად. ყველა პროექტში ჩაშენებულია ერთი და იგივე სისტემები, მოდულები, მაგრამ მუშაობენ ერთმანეთისაგან სრულიად დამოუკიდებლად. ყველა პროექტისთვის წესები და პირობები არის ერთი;

26.2. იხილეთ პროექტების / სავაჭრო სივრცეების ჩამონათვალი:

კომპანიის პროდუქტების და პროექტების ვებ მისამართები

ID ნომერი

ციფრული პროექტი             

ვებ ლოკაცია

P001

კომპანია CBMG, მთავარი ოფისი

https://com.byme.ge/ 

P004

ციფრული ოფისი

https://office.byme.ge/

P081

კარიერა კომპანიაში და ვაკანსიები

https://career.byme.ge/

P002

ციფრული სავაჭრო ცენტრი

https://trade-center.byme.ge/

P010

კომპანიის ბრენდი

https://buyme.byme.ge/

P034

მომსახურეობები

https://geserv.byme.ge/

P018

სტუდიები

https://studio.byme.ge

P089

ბარათები

https://card.byme.ge/

კომპანიის პროექტები / ციფრული სავაჭრო სივრცეები ერთ ვებ პლათფორმაზე byme.ge

P078

ხელნაკეთები, პროდუქტები, ინვენტარი & აქსესუარები

https://byme.ge/

P017

ესთეტიკა & სილამაზე, პროდუქტები, ინვენტარი & აქსესუარები

https://beauty.byme.ge/

P047

სარეკლამო სტუდია, სარეკლამო მომსახურეობები

https://adstudio.byme.ge/

P026

სამზარეულო, პროდუქტები, ინვენტარი & აქსესუარები

https://kitchen.byme.ge/

P027

კოსმეტიკა, პროდუქტები, ინვენტარი & აქსესუარები

https://cosmetics.byme.ge/

P029

ფლორისტები, ყვავილები, ინვენტარი & აქსესუარები

https://florist.byme.ge/

P030

მოტო, ნაწილები, ინვენტარი & აქსესუარები

https://moto.byme.ge/

P039

პური, პროდუქტები, ინვენტარი & აქსესუარები

https://bread.byme.ge/

P043

რკინის ნაკეთობები, ინვენტარი & აქსესუარები

https://iron.byme.ge/

P044

სამკაულები, ინვენტარი & აქსესუარები

https://jewellery.byme.ge/

P045

სპორტი & ფიტნესი, ინვენტარი & აქსესუარები

https://sport.byme.ge/

P046

საოფისე, ინვენტარი & აქსესუარები

https://jobs.byme.ge/

P048

ბიო & კვების პროდუქტები, ინვენტარი & აქსესუარები

https://bio.byme.ge/

P049

უძრავი ქონება, ინვენტარი & აქსესუარები

https://re.byme.ge/

P050

საჩუქრები, სურპრიზები, ინვენტარი & აქსესუარები

https://gifts.byme.ge/

P061

ტკბილეული, საკონდიტრო, ინვენტარი & აქსესუარები

https://sweets.byme.ge/

P062

ტურიზმი, ინვენტარი & აქსესუარები

https://tourism.byme.ge/

P070

ღვინო, პროდუქტები, ინვენტარი & აქსესუარები

https://wine.byme.ge/

P071

ყავა, პროდუქტები, ინვენტარი & აქსესუარები

https://coffee.byme.ge/

P072

ყველი, პროდუქტები, ინვენტარი & აქსესუარები

https://cheese.byme.ge/

P076

ხის ნაკეთობები, პროდუქტები, ინვენტარი & აქსესუარები

https://wood.byme.ge/

P077

ხელოვნება, პროდუქტები, ინვენტარი & ქსესუარები

https://art.byme.ge/

P088

სტუდია ტური

https://stu.byme.ge/ 

P082

ტყავი, პროდუქტები, ინვენტარი & აქსესუარები

https://leather.byme.ge/

P068

საქველმოქმედო ფონდი სიმი, პროექტები

https://cfs.byme.ge/

P064

კრიპტოვალუტა, მაინერები, მაინინგი, მოპოვება

http://cripto.byme.ge/

P063

ფერმა, პროდუქტები, ინვენტარი & აქსესუარები

https://farm.byme.ge/

P084

მეორედ, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ავეჯი და სხვა

https://secand.byme.ge/

P085

მცენარეები & მებაღეები, პროდუქტები, ინვენტარი & აქსესუარები

http://plants.byme.ge/

P053

სათამაშოები, ეკო სათამაშოები, ინვენტარი & აქსესუარები

https://toys.byme.ge/

P069

საოჯახო ქიმია, პროდუქტები, ინვენტარი & აქსესუარები

https://fc.byme.ge/ 

P025

გლემპინგი

https://glamping.byme.ge/

P090

ბუტერ-ბურგერი

https://bu.byme.ge/

 

კომპანია აქირავებს საკუთარი პროექტების / სავაჭრო სივრცეების 42 % – იან სამუშაო წილს. სავაჭრო სივრცის 58% – იან მმართველ წილს ფლობს და აკონტროლებს თავად კომპანია CBMG.

27.2. პარტნიორობის სურვილის შემთხვევაში კანდიდატს შეუძლია აირჩიოს 2 შესაძლებლობიდან მისთვის მეტად მოსახერხებელი გზა

27.2.1. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ, თანამშრომელი გადის ყველა კარიერულ საფეხურს, მუშაობს ყველა თანამდებობაზე და საბოლოოდ აღწევს პარტნიორობას;

27.2.2. საჭიროა დაინტერესებულმა პირმა გაიაროს რეგისტრაცია ციფრულ ოფისში, შეავსოს შესაბამისი განაცხადის ფორმა. დადებითი პასუხის შემთხვევაში, გაიაქტიუროს პარტნიორის სამუშაო ლიცენზია ერთჯერადად და დაიწყოს მუშაობა 2 თვიანი გამოსაცდელი ვადით. შესაბამისი 1 თვის სამუშაო გეგმა გადანაწილდება 2 თვიან გამოსაცდელ პერიოდზე. პარტნიორული წილის დაქირავებას შეძლებენ, მხოლოდ შერჩეული კანდიდატები გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემთხვევაში;

27.3. პროექტის პარტნიორის მოვალეობებია: უხელმძღვანელოს არჩეულ თემას მთელი საქართველოს მაშტაბით, იმუშაოს აღნიშნულ თემაში მომუშავე თანამშრომლებთან ერთად და აკონტროლოს ვენდორების / ბიზნეს პარტნიორების, თანამშრომლების სტაბილური, უწყვეტი, დროული, გეგმიური, გამართული მუშაობის პროცესი. მარკეტინგული გეგმის შედგენა, დადასტურების შემდეგ მისი განხორციელება. პროექტის / სავაჭრო სივრცის პიარზე და გაყიდვების ზრდაზე მუშაობა საკუთარ ჯგუფთან/ებთან ერთად. პარტნიორს აქვს უფლება ადმინისტრაციასთან შეთანხმებით დაამატოს ახალი კატეგორია და ქვე კატეგორიები, შექმნას სამუშაო ჯგუფი/ები შედეგების გასაუმჯობესებლად. შეუძლია დაგეგმოს ღონისძიებები პიარისათვის. საბოლოო ჯამში საჭიროა გახსნას ფილიალები საქართველოს 11 რეგიონში, მიაღწიოს გეგმის შესრულებას და აჩვენოს შედეგი.

27.4. სავაჭრო სივრცეს ემსახურება: ვებ ადმინისტრატორი, ტექნიკური დახმარება 24/7, ბუღალტერი, იურისტი, ქოლ ცენტრის ოპერატორი, გაყიდვების, პიარის და მარკეტინგის მენეჯერი, საკურიერო სამსახური/ მიწოდების სერვისი;

28.1. კომპანიაში ყველა თანამშრომელს აქვს 1 თვის სამუშაო გეგმა და აქვს 1 წლის სამუშაო გეგმა თანამდებობების მიხედვით. თანამშრომელი რომელიც 3 თვის განმავლობაში ვერ შეასრულებს 1 თვის სამუშაო გეგმას ის დატოვებს თანამდებობას ან გადავა წინა საფეხურზე. თანამშრომელი, რომელიც ვერ მიაღწევს 1 წლის შედეგს წლის ბოლოს ის დაუბრუნდება მენეჯერის თანამდებობას და თავიდან შეეცდება 1 წლის შედეგის მიღწევას. თუ თანამშრომელი 3 წლის განმავლობაში ვერ მიაღწევს 1 წლის შედეგს ის დატოვებს თანამდებობას კომპანიაში;  

28.2.1. სტაჟიორის სამუშაო გეგმა საჭიროა შესრულდეს 2 თვის განმავლობაში

რეკომენდირებული ვენდორი მინიმუმ 15
რეკომენდირებული თანამშრომელი მინიმუმ 25
რეკომენდირებული რეკლამა მინიმუმ 10
რეკომენდირებული მომსახურეობა მინიმუმ 10
რეკომენდირებული ბრენდის პროდუქტი მინიმუმ 10

ანაზღაურება ფიქსირებული გეგმიური თვეში 500 ლარიდან + % ვენდორების გაყიდვებიდან + % კომპანიის გაყიდვებიდან + % თქვენი რეფერების შენაძენებიდან

28.2.2. ოპერატორის 1 თვის სამუშაო გეგმა

ვენდორი მინიმუმ 25
თანამშრომელი მინიმუმ 35
რეკლამა მინიმუმ 20
მომსახურეობა მინიმუმ 20
ბრენდის პროდუქტი მინიმუმ 20

ანაზღაურება თვეში 900 ლარიდან + %

28.2.3. მენეჯერის 1 თვის სამუშაო გეგმა

ვენდორი მინიმუმ 30
თანამშრომელი მინიმუმ 45
რეკლამა მინიმუმ 30
მომსახურეობა მინიმუმ 30
ბრენდის პროდუქტი მინიმუმ 30

ანაზღაურება თვეში 1200 ლარიდან + %

28.2.4. უფროსი მენეჯერის 1 თვის სამუშაო გეგმა

ვენდორი მინიმუმ 70
თანამშრომელი მინიმუმ 70
რეკლამა მინიმუმ 40
მომსახურეობა მინიმუმ 40
ბრენდის პროდუქტი მინიმუმ 40

ანაზღაურება თვეში 1600 ლარიდან + %

28.2.5. პროექტის კოორდინატორის 1 თვის სამუშაო გეგმა

ვენდორი მინიმუმ 100
თანამშრომელი მინიმუმ 115
რეკლამა მინიმუმ 70
მომსახურეობა მინიმუმ 70
ბრენდის პროდუქტი მინიმუმ 70

ანაზღაურება თვეში 2500 ლარიდან + %

28.2.6. პროექტის დირექტორის 1 თვის სამუშაო გეგმა

ვენდორი მინიმუმ 170
თანამშრომელი მინიმუმ 185
რეკლამა მინიმუმ 110
მომსახურეობა მინიმუმ 110
ბრენდის პროდუქტი მინიმუმ 110

ანაზღაურება თვეში 4100 ლარიდან + %

28.2.7. პროექტის პარტნიორის 1 თვის სამუშაო გეგმა

ვენდორი მინიმუმ 270
თანამშრომელი მინიმუმ 300
რეკლამა მინიმუმ 180
მომსახურეობა მინიმუმ 180
ბრენდის პროდუქტი მინიმუმ 180

ანაზღაურება თვეში 6700 ლარიდან + %

29.1.  ვენდორი – (გამყიდველი, მოვაჭრე) იურიდიული პირი, რომელიც კომპანიის ციფრულ სავაჭრო ცენტრში ან მის სავაჭრო სივრცეებში განათავსებს საკუთარ მაღაზიას, მარკეტს, სააგენტოს, კომპანიას, ბიუროს, კვების ობიექტს და ა.შ.

29.2. კომპანია ნებისმიერ იურიდიულ პირს, ინდ. მეწარმეს ან ფიზიკურ პირს, ვისაც სურვილი აქვს საკუთარი სახელით დაიწყოთ ვაჭრობა კომპანია CBMG – ს ციფრულ სავაჭრო ცენტრში ან მის პროექტებში / სავაჭრო სივრცეებში, საჭიროა:

29.2.1. გაიაროთ რეგისტრაცია ციფრულ სავაჭრო ცენტრში (გადადით მთავარი მენიუდან) ან შერჩეული თქვენი საქმიანობის შესაბამის თემაში, პროექტში / სავაჭრო სივრცეში.

29.2.2. გაიაქტიუროთ თქვენი საქმიანობისათვის შესაფერისი სამუშაო ლიცენზიის პაკეტი. პირველი  თვე არის უფასო, საცდელი / სატესტო.

29.2.3. აქტივაციის შემდეგ გენიჭებათ კომპანიის ვენდორის სტატუსი და შესაძლებლობა დაამატოთ თქვენი პროდუქტები / მომსახურეობები ლიცენზიის პაკეტის შესაბამისი რაოდენობით, ციფრულ სავაჭრო ცენტრში ან შესაბამის პროექტში / სავაჭრო სივრცეში;

29.3. ვენდორს აქვს პირადი სამუშაო ონლაინ ოფისი, ყველა იმ სავაჭრო სივრცეში/ებში, სადაც დარეგისტრირდება, საიდანაც შესაძლებელია დამოუკიდებლად მართოს და აკონტროლოს: საკუთარი ონლაინ მაღაზიის ინტერფეისი, მონაცემები, ინფორმაცია, სამუშაო დრო, შეკვეთები, გაყიდვები, შემოსავლები, ნახვები, აქტიობები, სტატისტიკა, ბალანსი და მოითხოვოს გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლის გადარიცხვა საკუთარ ანგარიშზე. ოფისის გააქტიურება ხდება სამუშაო ლიცენზიის აქტივაციის შემდეგ;

29.4. ლიცენზიის აქტივაციით და გაყიდვების % – ის  გადახდით ვენდორი უნაზღაურებს კომპანიას: ციფრულ სავაჭრო ცენტრში დაკავებული სავაჭრო სივრცის, ონლაინ ოფისით სარგებლობის, პროგრამული უზრუნველყოფის, პიარის, გაყიდვების, მარკეტინგის, სარეკლამო, საკურიერო,  ქოლ ცენტრის სამსახურების  და ტექნიკური მომსახურეობის ხარჯებს.  ლიცენზიის აქტივაციის საფასურს, ვენდორი  რიცხავს კომპანიის ანგარიშზე, შერჩეული ლიცენზიის პაკეტის შესაბამისი ოდენობით ყოველი თვის 20 დან 23 რიცხვის ჩათვლით. ლიცენზიის პაკეტები და ფასები იხილეთ პუნქტი №35. ტარიფები;

29.5. ციფრულ სავაჭრო ცენტრში განთავსებული ვენდორის პროდუქტის / მომსახურეობის ღირებულებას, მყიდველი რიცხავს კომპანიის ერთიან ანგარიშზე, კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის შესაბამისად, წინასწარი შეთანხმებისამებრ კვირაში ერთხელ ან თვეში ერთხელ ვენდორის გაყიდული პროდუქტებიდან / მომსახურეობებიდან მიღებულ შემოსავალს ურიცხავს ვენდორს მის კუთვნილ ბანკის ანგარიშზე, რაც მითითებული აქვს  ვენდორის ოფისში, შერჩეული ლიცენზიის პაკეტის შესაბამისი გაყიდვების % – ის გამოკლებით;

29.6. ვენდორი კომპანიის შეთავაზებებზე და მომსახურეობებზე სარგებლობს შეღავათებით. ვენდორს აქვს შესაძლებლობა განათავსოს, რეკლამა, ვაკანსია, ღონისძიება კომპანიის ციფრულ სავაჭრო ცენტრში ან მის ნებისმიერ პროექტში / სავაჭრო სივრცეში. მომსახურეობის ტარიფები იხილეთ პუნქტში №35;

29.7. ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს აქვს შესაძლებლობა კომპანიის ვებ პლათფორმაზე, ციფრულ სავაჭრო ცენტრში ან ციფრულ სავაჭრო სივრცეებში, განათავსოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საქართველოში გასაყიდად დაშვებული ნებისმიერი საკუთარი პროდუქტი და მომსახურეობა რეალიზაციის, პიარის, რეკლამირების, გაყიდვების და ცნობადობის გაზრდის მიზნით.  

29.8. მარტივი უფასო რეგისტრაციის შემდეგ, ვენდორს ციფრულ სავაჭრო ცენტრში გამოეყოფა ადგილი, პერსონალური ციფრული სავაჭრო სივრცე, სადაც  “ჩემი ოფისიდან” შეძლებს პროდუქტების/ მომსახურეობების დამატებას, შეძლებს დისტანციურად მართოს, საკუთარი საწყობი, გაყიდვები, შეკვეთები, ციფრული სავაჭრო სივრცის ინტერფეისი და სხვა. ვენდორებს, ასევე სავაჭრო ცენტრის მომხმარებელს კომპანია თავაზობს, საკურიერო მომსახურეობას/მიწოდების სერვის და გადახდის სხვადასხვა არხებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქტიურ ვენდორებს (ვინც დარეგისტრირებულია და გააქტიურებული აქვს სამუშაო ლიცენზია) მოემსახურებათ პერსონალური რეკომენდატორი გაყიდვების მენეჯერი, მათი არჩევა ვენდორებს შეუძლიათ თავად ლიცენზიის შეძენის დროს. რეკომენდატორი ვენდორს ეხმარება პროდუქტი/მომსახურეობის განთავსებაში, მათ გაპიარებაში, მათ გაყიდვებში. სურვილის და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდატორის დახმარებით, სამუშაო პროცესში ერთვება კომპანიის: ფოტო, ვიდეო, დიზაინის, სტუდიები და  ორგანიზატორები, შეთანხმებული ანაზღაურების სანაცვლოდ; ტარიფები იხილეთ პუნქტში №35.  

29.9. ვენდორს აქვს უფლება საკუთარი პროდუქტები და მომსახურეობები განათავსოს კომპანიის რამდენიმე სავაჭრო სივრცეში ერთდროულად. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში, საჭიროა ვენდორმა გაიაროს რეგისტრაცია და გაიაქტიუროს სამუშაო ლიცენზია ყველა იმ პროექტში/ სავაჭრო სივრცეში რომელსაც აირჩევს;

30.1. კომპანია CBMG ქმნის საკუთარ ბრენდს სხვადასხვა მიმართულებებით / ხაზებით: ნატურალური, ახალი, ბიო საკვები პროდუქტები; სამოსი, მასალები, ინვენტარი და აქსესუარები.

30.2. ბრენდის პარტნიორი შეუძლია გახდეს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც შექმნის, გააკეთებს, შეკერავს, ააწყობს, დაამუშავებს, მოიყვანს ან დაამზადებს და მოგვაწვდის საკუთარ პროდუქტს / მომსახურეობას, კომპანიის ბრენდის სახელით სარეალიზაციოდ;

30.3. ბრენდის პარტნიორის მიერ მოწოდებული პროდუქტის / მომსახურეობის საფასურს კომპანია გადაიხდის გაყიდვების შემდეგ, წინასწარი ხელშეკრულებით შეთანხმებული საფასურის შესაბამისად;

31.1. კომპანიას აქვს 10 სტუდია, რომლებიც მუშაობენ როგორც კომპანიისათვის ისე შეკვეთებზე. სტუდიაში დასაქმება და სტუდიის მომსახურეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. ესენია:

  1. სარეკლამო სტუდია
  2. კრეატიული სტუდია
  3. ვებ სტუდია
  4. ფოტო სტუდია
  5. ვიდეო სტუდია
  6. განათლების სტუდია
  7. დიზაინის სტუდია
  8. ხელოვნების სტუდია
  9. სტუდია ორგანაიზერი
  10. სტუდია ტური

31.2. თითოეული სტუდია ემსახურება სახელწოდების შესაბამის საქმიანობას და მომსახურეობებს. მუშაობენ ერთმანეთისაგან სრულიად დამოუკიდებლად. სტუდიებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. სტუდიების გახსნა დაგეგმილია ეტაპობრივად საქართველოს 11 რეგიონში;

32.1. პიარ კამპანია ემსახურება უშუალოდ კომპანია CBMG – ის პიარს, რეკლამირებას, ცნობადობის გაზრდას, სახელის, იმიჯის, ბრენდის განვითარებას და დამკვიდრებას ბაზარზე. პიარ კამპანიაში იქმნება კრეატიული იდეები, ტექსტები, დიზაინი, ფოტო ვიდეო მასალა, რედაქტირდება ტექსტები, ფაილები და მათი ფორმატები. პიარ კამპანიის მიერ შედგენილი ფაილები, მასალები და რეკლამის ინსტრუმენტები განთავსებულია ციფრულ ოფისში, თითოეული თანამშრომლის კაბინეტში, მასალების გვერდზე. უკვე მზა მასალებს კი თანამშრომლები იყენებენ მუშაობის პროცესში.

32.2. პიარ კამპანიის დახმარებით კომპანიის პლათფორმაზე შესაძლებელია ნებისმიერი სახის რეკლამის განთავსება: სარეკლამო ტექსტი, მორბენალი სტრიქონი, სარეკლამო ბანერი, სარეკლამო ვიდეო რგოლი, სარეკლამო ღილაკი, პირადი სარეკლამო გვერდი ან სლაიდი, სასურველი ვადით. ტარიფები იხილეთ პუნქტში №35 .  

32.3. პიარ კამპანია ასევე გთავაზობთ, სარეკლამო მომსახურეობის სრულ სერვის: ბეჭდვა და პოლიგრაფია, რეკლამას ტელევიზიაში, რადიოში, სოციალურ სივრცეში, საძიებო სისტემებში, სატრანსპორტო კომპანიებში და სავაჭრო ცენტრებში;

33.1. კომპანია ნებისმიერ მსურველს თავაზობს შესაძლებლობას დაამატოს საკუთარი დაგეგმილი ღონისძიება, ივენთი, ტური კომპანიის პლათფორმაზე, ნებისმიერ  სასურველ თემატურ პროექტში/სავაჭრო სივრცეში მიზნობრივი აუდიტორიისათვის;

33.2. ღონისძიების მოდულს აქვს შემდეგი შესაძლებლობები: ონლაინ დაჯავშნა, ადგილების რაოდენობა დასაჯდომი და დასადგომი, ბლეთების გაყიდვა, ზუსტი ლოკაცია, დამატებითი პროდუქტების ან მომსახურეობების ჩამონათვალი, რაც შეიძლება შევიდეს ბილეთის ღირებულებაში, ღონისძიების აღწერა, ფოტოები, კომენტარები. შესაძლებელია დამატებითი ფუნქციების დამატება;

33.3. ღონისძიების განსათავსებლად საჭიროა, შეავსოთ განაცხადის ფორმა; ტარიფები იხილეთ პუნქტში №35;

34.1. კომპანიას აქვს საკუთარი მომსახურეობის სერვისები და ქმნის შესაბამის სამსახურებს, სადაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს კადრების შერჩევა, ესენია:

  1. ქოლ ცენტრის სამსახური.
  2. საკურიერო სამსახური.
  3. გაყიდვების სამსახური.
  4. პიარის & მარკეტინგის სამსახური.

34.2. სამსახურები მოემსახურებიან; როგორც კომპანიის პარტნიორებს, ასევე ნებისმიერ დამკვეთს. ტარიფები იხილეთ პუნქტში №35;

35.1. რეკლამის განთავსება შესაძლებელია კომპანიის ვებ პლათფორმის ნებისმიერ პროექტში, თქვენთვის სასურველ გვერდზე და ადგილას.

რეკლამის განთავსება კომპანიის ვებ პლათფორმაზე

ID   

რეკლამის ფორმატი

ზომა

ჩვენება

 ლარი       დღეში

 ლარი       თვეში

AD01

პოპ აფი 1

შეთანხმებით

1000000

150

2100

AD02

პოპაფი 2

1230×110

1000000

130

1820

AD03

ვიდეო რგოლი 

შეთანხმებით

300 წმ

400

5600

AD04

სლაიდი

დამუშავდება

1000000

90

1260

AD05

მორბენალი სტრიქონი   

150 სიმბ.

1000000

50

700

AD06

სარეკლამო ტექსტი  

400 სიმბ.

1000000

60

840

AD07

ბანერი   

მაქსიმალური

1000000

120

1680

AD08

ღილაკი                

შეთანხმებით

1000000

95

1330

AD09

პერსონალური სარეკლამო გვერდი

შეთანხმებით

1000000

200

2800

35.2. ვებ გვერდების დამზადება და გვერდების დაქირავება:

ID

ვებ გვერდის დამზადება

ლარი

WC40

სავიზიტო ვებ გვერდი

400

WC12

კომპანიის ვებ გვერდი

1200

WC20

კორპორატიული ვებ გვერდი

2000

WC25

ონლაინ მაღაზიის ვებ გვერდი

2500

WC200

გვერდის ადმინისტრირება თვეში

200

   

 ID   

გვერდის დაქირავება, უფასო დამზადებით. ვებ მისამართზე: Byme.ge/თქვენი გვერდის სახელწოდება

ლარი

WR50

გვერდის დაქირავება 1 თვე

50

WR20

გვერდის დაქირავება 4 თვე

200

WR60

გვერდის დაქირავება 12 თვე

600

35.3. სამუშაო ლიცენზიები:

ID   

თანამშრომლების სამუშაო ლიცენზიები

1 თვე  ლარი

LI20

სტაჟიორის

20

LO25

ოპერატორის

25

LM30

მენეჯერის

30

LHM50

უფროსი მენეჯერის

50

LPC70

პროექტის კოორდინატორის

70

LPD80

პროექტის დირექტორის

80

LPP100

პროექტის პარტნიორის

100

   

 ID   

ვენდორების ლიცენზიები

1 თვე  ლარი

L90

“სტარტი”  100 – მდე პროდუქტი 1 პროდუქტის განთავსება 0,9 ლ + 20% გაყიდვებიდან

90

L480

“სტანდარტი”  600 – მდე პროდუქტი 1 პროდუქტის განთავსება 0,8 ლ + 17% გაყიდვებიდან

480

L900

“ვიპ”   1500 – მდე პროდუქტი 1 პროდუქტის განთავსება 0,6 ლ + 14% გაყიდვებიდან

900

LPR

“პროფესიონალი” 2000 და მეტი პროდუქტი 1 პროდუქტის განთავსების ღირებულება 0,5 ლ  2000 პროდუქტიდან 1 პრ=0,20ლ   + 10% გაყიდვებიდან

1200

35.4. ანაზღაურება:

ფიქსირებული ანაზღაურება თვეში

%

ვენდორის აქტიური ლიცენზიიდან 

49%

ციფრული თანამშრომლის აქტიური ლიცენზიიდან 

30%

სტუდიის თანამშრომლის აქტიური ლიცენზიიდან 

30%

პიარ კამპანიის თანამშრომლის აქტიური ლიცენზიიდან 

30%

ბრენდის თანამშრომლის აქტიური ლიცენზიიდან 

30%

მომსახურე თანამშრომლის აქტიური ლიცენზიიდან 

30%

რეკომენდაციებით მიღებული დამატებითი % – ები გაყიდვებიდან

 

ვენდორის პროდუქტების/მომსახურეობების სრული გაყიდვებიდან თვეში 

4%

თქვენი  რეფერების შენაძენებიდან (პროგრამა რეფერი)

2%

კომპანიის პროდუქტების/მომსახურეობების გაყიდვებიდან

20%

კომპანიის ვებ პლათფორმაზე სარეკლამო ადგილების გაქირავებიდან. 

30%

კომპანიის სტუდიების მომსახურეობების გაყიდვებიდან

20%

კომპანიის ბრენდის პროდუქციის რეალიზაციიდან (ჯერ არ არის აქტიური)

20%

კომპანიის ბარათების რეალიზაციიდან (ჯერ არ არის აქტიური)

20%

35.5. ღონისძიებების დამატება:

ID   

ღონისძიების / ივენთის განთავსება

ლარი

E40

ღონისძიების / ივენთის მოდული 1 დღე

40

E240

ღონისძიების / ივენთის მოდული 7 დღე

240

E480

ღონისძიების / ივენთის მოდული 14 დღე

480

35.6. კომპანიის ბარათები:

ID 

კომპანიის ბარათები

1 წელი  ლარი

BG48

BG Card

60

CC89

Cool Card 

96

HB11

HB CARD

144

CBMG22

CBMG CLUB

240

36.1. საახალწლო აქცია კომპანიისაგან -50% ფასდაკლება სამუშაო ლიცენზიებზე. აქცია დაიწყება 2022წლის 12 დეკემბერს და დასრულდება 2022წლის 30 დეკემბერს.

36.1.1. სტაჟიორის ლიცენზიის პირობები –  კონკურსში “ციფრული კარიერა” მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში ნებისმიერი სამსახურის მაძიებელი, რომელიც დარეგისტრირდება ციფრულ ოფისში 12 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით, მიიღებს -50% ფასდაკლებას სტაჟიორის ლიცენზიაზე, რომელსაც გაიაქტიურებთ 2023 წლის იანვარში 23 დან 27 რიცხვის ჩათვლით. მომდევნო თვეებში ლიცენზიის საფასური  დაგიკავდებათ მისაღები ანაზღაურებიდან , სტანდარტული პირობებით და ტარიფით.

36.1.2. ვენდორის ლიცენზიის პირობები – საახალწლო აქციის ფარგლებში 12 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით დარეგისტრირებული ვენდორებისათვის ლიცენზია სრულიად უფასოა, ხოლო იანვრის თვეში ისარგებლებენ -50% ფასდაკლებით. (მაგალითად: თქვენ დარეგისტრირდით ვენდორად დღეს, არ გადაიხდით არაფერს, დაიწყებთ მუშაობას დაამატებთ თქვენს პროდუქციას ციფრულ სავაჭრო ცენტრში და მოგემსახურებათ ჩვენი ყველა სამსახური. იანვრის 23 დან 27 ის ჩათვლით შეიძენთ ლიცენზიას -50% ფასდაკლებით და თქვენ უკვე დამატებით მოგემსახურებათ პირადი რეკომენდატორი, ვის ციფრულ სახელსაც მიუთითებთ ლიცენზიის გადახდის დროს, ხოლო მომდევნო თვეებში ლიცენზიის აქტივაცია იქნება სტანდარტული ტარიფით).

გადახდა შესაძლებელია OPPA- ს სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან

გადახდა შესაძლებელია VISA / MASTERCARD ბარათით