მონიტორინგის სამსახური
კომპანიაში მიმდინარეობს მკაცრი კონტროლი, როგორც თანამშრომლების ასევე მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის. შესაბამისად არსებობს დაცვის, მონიტორინგისა და კონტროლის სამსახური, რომელიც აკონტროლებს კომპანიის ნებისმიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თანამშრომლების მუშაობის ხარისხს, კომპანიის წესების და პირობის, კონფიდენციალურობის და შიდაგანაწესის დაცვას. დარღვევის შემთხვევაში აგენტს აქვს უფლება გამოიყენოს შესაბამისი ჯარიმა ან ლიკვიდაციის ფორმა.
მონიტორინგის და კონტროლის სამსახურში მუშაობენ ფარული აგენტები, მათი ვინაობა დაცული და კონფიდენციალურია, როგორც კომპანიის თანამშრომლებისათვის ასევე საზოგადოებისათვის.
კონტროლის სამსახური ემსახურება კომპანიის იმიჯის, სახელის, რეპუტაციის დაცვას და თანამშრომლების კორექტული მუშაობის პროცესს.
თანამშრომლების მონიტორინგი
კომპანიაში მონიტორინგისათვის არსებობს თანამშრომლების აუცილებელი პირობა, ეხება ყველა თანამდებობას.
თანამშრომელი, როდესაც მზადაა მუშაობის დასაწყებად ციფრულ ოფისში
ან მოდის ფიზიკურ ოფისში სამუშაოდ, იქნება ეს ფილიალი თუ მთავარი ოფისი, აფიქსირებს / აგზავნის შეტყობინებას კომპანიის ნომერზე, თარიღი, საათი, წუთი, ციფრულ სახელი და თანამდებობას. როდესაც დაასრულებს მუშაობას, ციფრული ან ფიზიკური ოფისიდან გასვლისას, ასევე აფიქსირებს სამუშაოს დასრულების საათს, წუთს ციფრულ სახელს და ტექსტს: “მუშაობა დაასრულა”.
<BR><BR> თანამშრომლების მონიტორინგი აუცილებელია კომპანიისათვის და შესაბამისი სამსახურებისათვის, რომ ჩანდეს ნათელი სურათი რა დროს, ვინ, სად, რა თანამდებობაზე მუშაობს. შეკვეთების მიღების და კლიენტთა მომსახურეობის უწყვეტი, დროული და კვალიფიციური მომსახურეობისათვის.