გახდით CBMG – ს ვენდორი
თუ გაქვთ სავაჭრო ობიექტი, მაღაზია, სააგენტო ან ოფისი. გადმოიტანეთ თქვენი საქმიანობა ან დაიწყეთ ახალი ბიზნესი CBMG – ს ციფრულ სავაჭრო ცენტრში.
იმისათვის, რომ გახდეთ CBMG – ს ციფრული სავაჭრო ცენტრის ვენდორი, შექმნათ საკუთარი ონლაინ მაღაზია, გადმოიტანოთ თქვენი საქმიანობა ციფრულ სივრცეში და განათავსოთ თქვენი პროდუქტები / მომსახურეობები ციფრულ სავაჭრო ცენტრში, საჭიროა გაიაროთ უფასო და მარტივი რეგისტრაცია ციფრული სავაჭრო ცენტრის ვებ პლათფორმაზე. თქვენ შეძლებთ შექმნათ საკუთარი ონლაინ მაღაზიის ინტერფეისი, მიუთითოთ სამუშაო დრო, წესები და პირობები, ნახოთ და აკონტროლოთ საკუთარი გაყიდვები, შეკვეთები, სტატისტიკა, საწყობის მარაგები, შემოსავლები. გაზარდეთ გაყიდვები, თქვენ დაზოგავთ ფინანსებს, რესურს და დროს.
ციფრულ სავაჭრო ცენტრში ყველა დარეგისტრირებულ ვენდორს დეტალების დასაზუსტებლად და პირობების გასაცნობად დაგიკავშირდებათ პირადი რეკომენდატორი (შემდგომში გაყიდვების მენეჯერი), ვინც გაგიწევთ მომსახურეობას და დაგეხმარებათ თქვენი პროდუქციის / მომსახურეობების სწრაფ რეალიზაციაში. თქვენ ასევე მოგემსახურებიან პიარ მენეჯერები, მარკეტინგის მენეჯერები, ქოლ ცენტრის ოპერატორები, საკურიერო სამსახური კი დროულად მიაწვდის თქვენს გაყიდულ პროდუქციას მყიდველს.